ირაკლი ეგოიანი
Aa
Aa

ასეთი განცდა არასდროს მქონია | ეგოიანი წარმატებულ მატჩებზე

ნიდერლანდების ჩემპიონატის მე-5 ტურში ვილემი შინ როტერდამის ექსელსიორთან 0:3 დამარცხდა. ამ გამარჯვების შემდეგ როტერდამული გუნდი მე-4 ადგილზეა, ოთხ ტურში 9 ქულა დააგროვა, ლიდერ პსვ-ს 4 ქულით ჩამორჩება, ერთი მატჩი გამოტოვებული აქვს და მოგების შემთხვევაში ლიდერთან სხვაობა ერთ ქულამდე შემცირდება.

მატჩის შემდეგ ირაკლი ეგოიანმა ESPN-თან ისაუბრა: „ბიჭები მეუბნებიან, რომ ვარჯიშებზე ძალიან ბევრ „ფინტს'' ვაკეთებ, მაგრამ ეს მუშაობს. ჩვენ ამაზე მართლა ძალიან ბევრს ვვარჯიშობთ. შემდეგ კი თამაშში კარგად გამოგვდის, რაც სასიამოვნოა. 

ვფიქრობ, ძალიან კარგი გუნდი გვყავს, სადაც ბევრი მებრძოლია. მიმაჩნია, რომ ხარისხობრივადაც მაღალ დონეზე ვართ, მაგრამ ჩვენი მთავარი ძალა ის არის, რომ ყველა ერთად, ერთი მიზნისთვის ვიბრძვით. ისეთი განცდა, როგორიც ამ სეზონში მაქვს, აქამდე არასდროს მქონია. ეს მართლაც უმაღლესი გრძნობაა.“

მატჩის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე, იეგოიანმა საბოლოო ანგარიში, 0-3 დააფიქსირა. ამჯერად ასისტენტი მეკარე სტეინ ვან გასელი იყო, რომელმაც ნახევარმცველს გრძელი პასი ზუსტად გაუკეთა. გოლის აღნიშვნის ფორმამ გარკვეული კითხვებიც გააჩინა. „ეს ნამდვილად მას (სტეინ ვან გასელს - რედ.) უნდა ჰკითხოთ“, - თქვა იეგოიანმა, რის შემდეგაც მეკარეც გამოჩნდა კამერის წინ.

მან მომხდარი ასე განმარტა: „ეს შარშან დაიწყო. TikTok-ზე ვნახეთ ვიღაც, ვინც ამას აკეთებდა და მომეწონა. შემდეგ მეც დავიწყე ამის გამოყენება. თუმცა, ახლა ახალი უნდა მოვიფიქროთ, რადგან ეს უკვე მოძველდა“, - იხუმრა ვან გასელმა მათი აღნიშვნის ჟესტის შესახებ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები