კარგი თამაში დაუფასდა - ქუთათელაძე პრემიუმ ლიგის სიმბოლურში მოხვდა
სულ ცოტა ხნის წინ, ქართველი თავდამსხმელი ნიკოლოზ ქუთათელაძე ესტონურ ლევადიაში გადავიდა, სადაც თავი დიდებულად წარმოაჩინა.
ნარვასთან გამართულ შეხვედრაში, ნიკოლოზი მეორე ტაიმში გამოჩნდა მოედანზე და გულშემატკივრებს თავი გოლითა და საგოლე პასით დაამახსოვრა. ლევადიამ კი ნარვა 4:0 დაამარცხა.
ქართველ ფეხბურთელს კარგი თამაში დაუფასდა. ის ესტონეთის პრემიუმ ლიგის 24-ე ტურის სიმბოლურ გუნდში შეიყვანეს.
ცნობისთვის, ლევადია ესტონეთის ჩემპიონატს დამაჯერებლად, 56 ქულით ლიდერობს. შემდეგ მატჩს ქუთათელაძის გუნდი ესტონეთის თასზე პაიდეს წინააღმდეგ გამართავს.