ბარსას N1 სამიზნე ლაუტარო გახდა, კლუბი კეინზეც ფიქრობს, ჟორჟი გამოირიცხა
ხულიან ალვარესის ტრანსფერის გამორიცხვის შემდეგ, „ბარსელონა“ სათადარიგო გეგმაზე გადაერთო და ახალი ფორვარდის შეძენაზე მუშაობს. დღესვე ორი დიდი სახელი გამოიკვეთა - ლაუტარო მარტინესი და ჰარი კეინი.
ცნობილმა კატალონიელმა ჟურნალისტმა ჟერარ რომერომ, ცოტა ხნის წინ გაავრცელა ექსკლუზიური ინფორმაცია, რომ „ბარსას“ N1 სამიზნე ამიერიდან ლაუტარო მარტინესი იქნება. ფლიკი ამაზე თანახმაა და კლუბიც მაქსიმუმს გააკეთებს.
„ამ გარიგების განხორციელება ძალიან რთული იქნება, მაგრამ ლაუტარო ბარსას ნომერ პირველი პრიორიტეტია და კლუბი სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში ყველაფერს გააკეთებს. ლაუტარომ ბარსელონაში გადასასვლელად კარი ღია დატოვა“.
- განაცხადა მან პირდაპირ ეთერში სტრიმის დროს.
???? ????????????????????????????????: ???????????????????????????????????? ???????????????? ???????? ???????????? ???????????????????????????? ???????????????????????????????? ????????????
— 433 (@433) August 19, 2026
Hansi Flicks wants to sign the Inter forward, reports @gerardromero ????️
"It will be a very difficult deal to pull off, but Lautaro is Barça’s number-one priority, and the club… pic.twitter.com/O0kW1bOY4Z
„ელ ტოროს“ „ინტერთან“ არსებული ხელშეკრულება 2029 წლამდე აქვს ძალაში. ასე რომ მილანელები მას საკმაოდ ძვირად შეაფასებენ. (ტრანსფერმარკტზე 85 მილიონი ევროა მითითებული)
28 წლის არგენტინელის შეძენა ადვილი რომ არ იქნება, ამის შესახებ კიდევ ერთი ესპანელი ინსაიდერი ვიქტორ ნავაროც წერს. მისი თქმით, კლუბში სრული კონსენსუსია იმის შესახებ, რომ ლაუტარო ნომერ პირველი ვარიანტია.
გარდა ამისა, არსებობს ვიქტორ გიოკერეშის ვარიანტიც. შვედ ფორვარდს „ბარსელონაში“ გადასვლის სურვილი თავადაც აქვს და ამისკენ ნაბიჯებსაც დგამს, თუმცა ის მოწინავე რიგებში არ იმყოფება. ასევე განიხილება „ბრიუგედან“ 21 წლის ნიკოლო ტრესოლდის ვარიანტიც.
‼️ Lautaro Martínez pasa a ser, con el consenso de todo el club, la opción número 1 para el Barça
— Víctor Navarro (@victor_nahe) August 19, 2026
❌ Ayer el club volvió a recibir la información de que Gil Marín veta a Julián Álvarez
➕Gyokeres se está ofreciendo al Barça a diario
➕Tresoldi gusta mucho mucho en el FCB
რაც შეეხება ჰარი კეინს. „ბარსელონა“ ინგლისელსა და „ბაიერნს“ შორის არსებულ საკონტრაქტო მოლაპარაკებებს აკვირდება, რომელიც გაჭიანურდა. ინფორმაციას Daily Mail-ი ავრცელებს.
ინგლისის ნაკრების კაპიტანი პრიორიტეტს გერმანიის ჩემპიონებთან საკუთარი მომავლის გარკვევას ანიჭებს, სადაც ის უკვე დამკვიდრებულია, და 33 წლის ფეხბურთელთან ხელშეკრულების ხანგრძლივობაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მაგრამ ნელი ტემპით.
როგორც ცნობილია, კეინს სამწლიანი კონტრაქტის გაფორმება სურს და, როგორც Daily Mail Sport-მა ამ ზაფხულის დასაწყისში გაამჟღავნა, „ბარსამ“ თავისი ინტერესის შესახებ უკვე განაცხადა და კეინმა ეს იცის.
2027 წლის ივნისში ჰარის კონტრაქტი იწურება და ის თავისუფალი აგენტი გახდება, თუ ახალ ხელშეკრულებას არ განაახლებს. შეთანხმების ვერმიღწევის შემთხვევაში „ბაიერნი“ მას ამ ზაფხულსვე გაყიდის, რომ ერთი წლის შემდეგ უფასოდ არ დაკარგოს. არსებულ რთულ ვითარებაზე „რეკორდმაისტერის“ მთავარმა მწვრთნელმა ვენსან კომპანიმ ისაუბრა.
„ჩვენ ნათლად ვთქვით, რომ საუბარი მსოფლიო ჩემპიონატისა და ჩემი შვებულების შემდეგ გვსურდა. ასე რომ, ზუსტად არ ვიცი როდის, მაგრამ ეს პროცესი დაიწყება ამ კვირაში, ან მომავალ კვირაში... ჩვენ დავიწყებთ ამ მოლაპარაკებებს. როგორც ადრე ვთქვი, ჩვენ მშვიდად ვართ და ვფიქრობ, ისინიც მშვიდად უყურებენ შექმნილ ვითარებას.
ცხადია, ახლა მოლაპარაკებების დაწყების დროა, რადგან კონტრაქტის ამოწურვამდე მხოლოდ ერთი წელია დარჩენილი. ეს მნიშვნელოვანია. თუმცა, ორივე მხარე მოდუნებულია და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ან მომავალ კვირაში გარკვეული საუბრები გაიმართება,“
- აცხადებს კომპანი.
რაც შეეხება მიქაუტაძის ვარიანტს, ჟორჟის მიმართ „ბარსას“ ინტერესი მართლაც გააჩნდა და მის შესაძენად დაახლოებით 45-55 მილიონი ევროს გადახდა მოუწევდათ, თუმცა როგორც კი „ვილიარეალმა“ კატალონიელების მხრიდან ინტერესის შესახებ შეიტყო, ქართველი ცხრიანის გამოსასყიდი ღირებულება 70 მილიონამდე გაზარდა, რის შემდეგაც „ბლაუგრანამ“ ამ მიმართულებით ყველანაირი გეგმა გააუქმა. ინფორმაციას ცნობილი ინსაიდერი ეკრემ კონური ავრცელებს, რომელიც მსგავსი ინფორმაციების გავრცელებისას იშვიათად ცდება ხოლმე.
????#FCBarcelona Barcelona tried to sign Georges Mikautadze, but Villarreal demanded €70M.
— Ekrem KONUR (@Ekremkonur) August 19, 2026
???? The Spanish club raised his release clause after Barça’s interest.
???? Barcelona walked away due to the high price. https://t.co/2OpaQH86cR pic.twitter.com/o9YruwwxXY
არსებულ ვითარებაში, კეინი „ბარსელონასთვის“ ყველაზე იაფი და ხელმისაწვდომი ვარიანტია, რადგან 33 წლის ფეხბურთელი, რომელიც 1 წელში თავისუფალი აგენტი ხდება, ძვირი ვერ ეღირება. მისი შეძენა დიდი ალბათობით, როდრიზე ოდნავ იაფად იქნება შესაძლებელი, თუმცა „ბლაუგრანასთვის“ როგორც ჩანს, N1 სამიზნე ლაუტარო მარტინესია.