კაკა
Aa
Aa

“განვითარების პროექტი უნდა აღორძინდეს“ - კაკა ბრაზილიის ნაკრებზე

კაკამ ბრაზილიის ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა შეაფასა და განაცხადა, რომ ეროვნულ გუნდს მასშტაბური ცვლილებები და გრძელვადიანი განვითარების გეგმა სჭირდება.

ლეგენდარული ნახევარმცველის კომენტარი მას შემდეგ გავრცელდა, რაც ბრაზილიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალში ნორვეგიასთან 1:2 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.

კაკა:

„მსოფლიოს მომდევნო ჩემპიონატამდე ოთხი წელია და ეს დრო მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ. საჭიროა ბრაზილიური ფეხბურთის განვითარების პროექტის აღორძინება.

მსოფლიო ჩემპიონატმა ნათლად დაგვანახვა, რამდენად ჩამოვრჩებით სხვებს. აუცილებელია გრძელვადიან პროექტზე მუშაობა, რომელიც ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარებასაც მოიცავს.

უნდა დავუბრუნოთ ბრაზილიურ ფეხბურთს მისი დნმ, ის იდენტობა, რომელმაც წლების განმავლობაში მსოფლიოს საუკეთესო გუნდად გვაქცია“

ყოფილი ბრაზილიელი ვარსკვლავის თქმით, მხოლოდ მოკლევადიანი შედეგების მიღწევაზე ფოკუსირება საკმარისი აღარ არის და ქვეყნის ფეხბურთმა კვლავ უნდა დაუბრუნდეს იმ პრინციპებს, რომლებმაც ბრაზილია მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ საფეხბურთო სახელმწიფოდ აქცია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები