გავი, ფაბიან რუისი
Aa
Aa

უნიკალური საჩუქარი გავისა და ფაბიან რუისს | 153 კილოგრამი პომიდორი ჩემპიონებს

ესპანეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონი გახდა და ფინალში არგენტინა დამატებით დროში, ფერან ტორესის გოლით 1:0 დაამარცხა. „ფურია როხას“ ფეხბურთელები სამშობლოში დაბრუნდნენ და მუნდიალის ტრიუმფით დასრულება გულშემატკივრებთან ერთად აღნიშნეს.

ესპანეთის ნაკრების ორმა მოთამაშემ განსაკუთრებული საჩუქარი მიიღო. გავი და ფაბიან რუისი პატარა ქალაქ ლოს პალასიოს ი ვილიაფრანკადან არიან, რომელიც პომიდვრის წარმოებითაა ცნობილი და მას მეტსახელად „Bombón colorao“-ს (წითელი ბომბონი) ეძახიან. ამ რეგიონში მოყვანილი პომიდორი ცნობილია თავისი განსაკუთრებული სიტკბოთი, ზომითა და გემოთი. იმდენად ტკბილი და გემრიელია, რომ შოკოლადის კანფეტს შეადარეს და „წითელი ბომბონი“ შეარქვეს.

ლოს პალასიოს ი ვილიაფრანკაში 40 000-მდე ადამიანი ცხოვრობს და არის ასეთი ტრადიცია — როდესაც ამ ქალაქში დაბადებული სპორტსმენი დიდ წარმატებას აღწევს, მას საჩუქრად პომიდორს გადასცემენ. პომიდვრის რაოდენობა სპორტსმენის წონაზეა დამოკიდებული — რამდენ კილოგრამსაც სპორტსმენი იწონის, ზუსტად იმდენ კილოგრამ პომიდორს სჩუქნიან.

გავი და ფაბიან რუისი ლოს პალასიოს ი ვილიაფრანკას მერიის შენობაში მიიყვანეს, სადაც ისინი აწონეს. სასწორზე დადგომისას ფეხბურთელებს ოქროს მედლები ეკეთათ და მერმა იხუმრა, რომ ეს წონას უმატებდათ, რის შემდეგაც გავიმ მედლის მოხსნა დააპირა, მაგრამ მერმა სთხოვა, ის ისევ გაეკეთებინა.

როგორც გაირკვა, გავი 68.5 კილოგრამს იწონიდა, ფაბიან რუისი — 84.5 კგ-ს. შესაბამისად, მათ ჯამში 153 კილოგრამი პომიდორი გადასცეს. გავისა და ფაბიან რუისის გარდა, ეს პატივი ხესუს ნავასსაც ერგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ინტერესი რეალურია - გოჩოლეიშვილი შესაძლოა, საბერძნეთში გადავიდეს
ინტერესი რეალურია - გოჩოლეიშვილი შესაძლოა, საბერძნეთში გადავიდეს