ლიონელ მესი, უეინ რუნი
Aa
Aa

„დაცვაში არ ჩადის, მაგრამ...“ - რუნი ნახევარფინალის წინ მესის უფრთხის

უეინ რუნიმ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში ინგლისისა და არგენტინის ნაკრებებს შორის გასამართი მატჩის წინ, ლიონელ მესის როლზე ისაუბრა და მისი ასაკის მიუხედავად, „ლა პულგას” გავლენას გაუსვა ხაზი.

„მესი შესაძლოა არგენტინის სუსტი წერტილი იყოს დაცვის კუთხით. ის უკან არ ბრუნდება, მაგრამ აქვს ნათელი ეპიზოდები და მაღალი ოსტატობა, ისევე როგორც ბელინგემს. მესის მთავარი უნარი სწორ დროს სწორი გადაწყვეტილებების მიღებაა: ის თამაშის საკვანძო მომენტებში ცოცხლდება და სწორ გადაწყვეტილებას იღებს.

მესის მეურვეობისას მთავარია – კონცენტრაცია და კომუნიკაცია. კარნახი, პარტნიორებთან კომუნიკაცია პოზიციების შერჩევის თაობაზე, რომლებსაც ჩვეულებრივ არ იკავებთ. დიდი ყურადღების გამოჩენა გვმართებს“,

– განაცხადა ინგლისის ნაკრების ექს-ფორვარდმა.

აღსანიშნავია, რომ მესის ხანგრძლივ კარიერაში ეს ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ გამართული პირველი მატჩი იქნება.

შეგახსენებთ, რომ 15 ივლისს, ინგლისი ნახევარფინალში არგენტინას დაუპირისპირდება. მატჩი ჩვენი დროით 23:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები