მშენებლობით გამოწვეული ხმაური და საცობი | ნორვეგიის ნაკრების პრობლემები სასტუმროში
ნორვეგიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავიდა და ინგლისს დაუპირისპირდება. „სამ ლომთან“ მატჩამდე სკანდინავიელებს პრობლემები შეექმნეთ და სასტუმროს გამოცვლა მოუწიათ.
ბრაზილიის დამარცხების შემდეგ ნორვეგიელები The Dalmar Hotel-ში დაბინავდნენ, მაგრამ იქ მხოლოდ ერთი ღამე გაატარეს. გავრცელებული ინფორმაციით, ნორვეგიული მხარის უკმაყოფილება რამდენიმე ფაქტორმა გამოიწვია: სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებლობით გამოწვეულმა ხმაურმა, აგრეთვე საცობებმა და სატრანსპორტო მოძრაობით გამოწვეულმა ხმაურმა. ამ პრობლემებმა ფიფასთვის ოფიციალური მოთხოვნით მიმართვა განაპირობა, რის შემდეგაც გუნდი სხვა საცხოვრებელში გადაიყვანეს.
საინტერესოა, რომ ნორვეგიელები სასტუმროს ოთახების მდგომარეობითაც უკმაყოფილონი იყვნენ. საუბარი ეხება დასუფთავების პრობლემასა და ობს, რომლებიც მალევე მოგვარდა, თუმცა მთავარ პრობლემას სასტუმროს გარშემო არსებული გარემო წარმოადგენდა. საბოლოოდ, ერლინგ ჰოლანდი და კომპანია ახალ სასტუმროში გადავიდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ფიფა დათანხმდა 50 ნომრის, უსაფრთხოებისა და ტრანსპორტირების ხარჯების დაფარვას, ხოლო ნორვეგიის ფედერაცია თავად გადაიხდის სხვაობას, რადგან ახალი საცხოვრებელი უფრო ძვირადღირებულია.
შეგახსენებთ, რომ ინგლისისა და ნორვეგიის ნაკრებების მატჩი 11 ივლისს გაიმართება და თბილისის დროით 01:00-ზე დაიწყება. გამარჯვებული არგენტინისა და შვეიცარიის წყვილის საუკეთესოს შეხვდება.