ჟორჟე ჟეზუსი, პორტუგალიის საფეხბურთო ნაკრები
Aa
Aa

ოფიციალურად - ჟორჟე ჟეზუსმა პორტუგალია ჩაიბარა

პორტუგალიას ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს - რობერტო მარტინესის წასვლის შემდეგ ნაკრების თავკაცის თანამდებობა 71 წლის ჟორჟე ჟეზუსმა გადაიბარა, კონტრაქტი კი 2030 წლამდეა გათვლილი. ინფორმაცია ამის შესახებ პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციამ დაადასტურა.

ჟეზუსს 40-წლიანი კარიერის განმავლობაში არაერთ პორტუგალიურ კლუბში უმუშავია, თუმცა ეროვნული ნაკრები არასოდეს გაუწვრთნია. 2023 წლიდან ის საუდის არაბეთში მუშაობდა, სადაც ჯერ „ალ-ჰილალთან“, შემდეგ კი „ალ-ნასრთან“ ერთად ქვეყნის ჩემპიონის ტიტული მოიგო. ბოლო კლუბში მისი ხელმძღვანელობით კრიშტიანუ რონალდუ და ჟოაო ფელიქსი თამაშობდნენ.

ჟეზუსს „ფლამენგოში“ მუშაობისას მოგებული აქვს ლიბერტადორესის თასი და ბრაზილიის ჩემპიონატი, ბრაგაში - ინტერტოტოს თასი, ხოლო ბენფიკაში პორტუგალიის ჩემპიონატი (სამჯერ).

რაც შეეხება მის წინარმორბედს, რობერტო მარტინესს, ის პორტუგალიის ნაკრების მთავარ მწვრთნელად 2023 წლიდან მუშაობდა 2024-2025 წლების ერთა ლიგა მოიგო. თანამდებობა მან მსოფლიო ჩემპიონატზე დაფიქსირებული წარუმატებელი შედეგების გამო დატოვა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „გამიმართლა, რომ შენთან ერთად განვიცადე ეს მომენტები“ - ნანი რონალდუს
    „გამიმართლა, რომ შენთან ერთად განვიცადე ეს მომენტები“ - ნანი რონალდუს