ლამინ იამალი
Aa
Aa

“აქ მუნდიალის მოსაგებად მოვედით“ - იამალი ბელგიასთან მატჩის წინ

მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში ესპანეთი ბელგიას დაუპირისპირდება.

მატჩის წინ, ფურია როხას სუპერვარსკვლავმა ლამინ იამალმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

იამალი:

„იმედი მაქვს, ბელგიასთან მატჩი მთელი გუნდისთვის შესანიშნავი იქნება. ისინი ძალიან ძლიერი მეტოქეები არიან, მაგრამ ჩვენც კარგ ფორმაში ვართ. აქ მსოფლიო ჩემპიონატის მოსაგებად მოვედით. ეს ჩვენი მიზანია და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.

ვიცით, რა ხარისხის ფეხბურთელები ჰყავთ. ეს მეოთხედფინალია და მარტივი თამაში არ არსებობს. ჩვენ ძალიან შეკრული კოლექტივი ვართ. სწორედ ეს არის ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ძალა.“

შეგახსენებთ, რომ ესპანეთმა მუნდიალის პლეი-ოფში ჯერ ავსტრია, ხოლო შემდეგ პორტუგალია გამოთიშა ასპარეზობას.

რაც შეეხება ბელგიას, რუდი გარსიას გუნდმა ჯერ სენეგალი, ხოლო შემდეგ მასპინძელი ამერიკა დაამარცხა. ესპანეთისა და ბელგიის დაპირისპირება 10 ივლისით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები