კრისტიან ერიქსენი
Aa
Aa

„მალე გაწერენ“ | ბოლო ცნობები ერიქსენის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ

დანიის ნაკრების ექიმმა, მორტენ ბოესენმა, კრისტიან ერიქსენის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია გაავრცელა. დანიის ფეხბურთის ასოციაციამ პრესრელიზი გამოაქვეყნა და, ბოესენის მიხედვით, ერიქსენს საავადმყოფოდან მალე გაწერენ.

„კრისტიანს დღეს დილით ვესაუბრე და ის თავს კარგად გრძნობს. საკუთარი ოჯახის წევრებთან ერთადაა და მშვენიერი განწყობა აქვს. ველოდებით, რომ საავადმყოფოდან მალე გაწერენ და სახლში წასვლა შეეძლება. ჩვენს ფეხბურთელებსა და სამწვრთნელო შტაბის წევრებზე მაქსიმალურად ვზრუნავთ და მასთან მუდმივი კონტაქტი გვექნება“.

ცნობისთვის, უკრაინისა და დანიის ნაკრებების ამხანაგური მატჩის მიმდინარეობისას ერიქსენი შეუძლოდ გახდა, გონება დაკარგა და მინდორზე დაეცა. 34 წლის ფეხბურთელს დახმარება აღმოუჩინეს და კლინიკაში გადაიყვანეს. კრისტიანი სპეციალური კარდიოსტიმულატორით თამაშობს და, ბოესენის თქმით, მან სათანადოდ იმუშავა.

შეგახსენებთ, რომ ერიქსენს გულის შეტევა პირველად ევროპის ჩემპიონატზე, 2021 წელს დაემართა. მას სპეციალური კარდიოვერტერ-დეფიბრილატორი ჩაუდგეს და მას შემდეგ დანიელი ასე თამაშობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა“ | პერეირამ ილიასა და ჰოკიტზე ისაუბრა
„ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა“ | პერეირამ ილიასა და ჰოკიტზე ისაუბრა