ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

მოლაპარაკებები მიმდინარეობს | ბენფიკა დავითაშვილით ინტერესდება

ზურიკო დავითაშვილი საფრანგეთის ლიგა 2-ის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. მის „სენტ-ეტიენს“ უმაღლეს დივიზიონში დაწინაურების შანსი ჰქონდა, რომელიც ვერ გამოიყენა და მოსალოდნელია, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას ქართველი შემტევი გუნდს დატოვებს. ზურიკოს რამდენიმე მსურველი ჰყავს და ერთ-ერთი მათგანი „ბენფიკაა“.

პორტუგალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, „არწივები“ მისით სერიოზულად არიან დაინტერესებულნი. ადგილობრივი ჟურნალისტისა და კომენტატორის, ლუის პინტუ კოელიოს ცნობით, „ბენფიკა“ „სენტ-ეტიენთან“ მოლაპარაკებებს აწარმოებს.

კოელიოს ცნობით, დავითაშვილის ტრანსფერის სავარაუდო ღირებულება 12-15 მილიონი ევრო იქნება. „ბენფიკა“ ახალ მთავარ მწვრთნელს ეძებს, რომელიც, დიდი ალბათობით, მარკო სილვა გახდება. „არწივები“ სწორედ მის დანიშვნას ელოდებიან და, თუ სილვასგან ზურიკოს თაობაზე დასტური მიიღეს, ტრანსფერს ბოლომდე მიიყვანენ.

ცნობისთვის, ბოლო დღეებში დავითაშვილი თურქულ კლუბებს, „ბეშიქთაშსა“ და „ტრაბზონსპორს“ დაუკავშირეს. Transfermarkt-ზე ქართველი ფეხბურთელის საბაზრო ღირებულება 12 მილიონი ევროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“დიდი გაუმჯობესება გვაქვს“ - სანიოლი რუმინეთთან მატჩის შემდეგ
“დიდი გაუმჯობესება გვაქვს“ - სანიოლი რუმინეთთან მატჩის შემდეგ