მიკელ არტეტა
Aa
Aa

„ნამდვილი შოუ 90 წუთის განმავლობაში“ | არტეტა პარი სენ-ჟერმენთან ფინალზე

„არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა, მიკელ არტეტამ მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა. ესპანელმა სპეციალისტმა ჟურნალისტების დასმულ შეკითხვებს უპასუხა და ჩემპიონთა ლიგის ფინალურ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

„ჩვენ ამ თამაშისთვის მოვემზადებით იმ განზრახვით, რომ გავიმარჯვოთ და კლუბის ისტორიაში ახალი ფურცელი ჩავწეროთ. ეს 100%-ით ასე იქნება. კარგად გვესმის, ამას რამხელა მნიშვნელობა ექნება და აუცილებელია, ეს დავიმსახუროთ.

საუკეთესოდ უნდა მოვემზადოთ და ნამდვილად გვჯერა, რომ ამ ეტაპამდე მაქსიმალურად კარგ ფორმაში მივალთ. ეს იქნება ნამდვილი შოუ 90 წუთის განმავლობაში, ყველაზე დიდ სცენაზე, სადაც შეიძლება საკლუბო ტურნირებში ითამაშო, თანაც ძალიან ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ“.

ცნობისთვის, „არსენალისა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ დაპირისპირება ბუდაპეშტში, „პუშკაშ არენაზე“, 30 მაისს გაიმართება. შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია“ - ჰაკიმიმ კვარაზე ისაუბრა
„გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია“ - ჰაკიმიმ კვარაზე ისაუბრა