“არცერთი წვეთი ლუდი“ - გუარდიოლა ტიტულის მოგებას არ აღნიშნავს
FA Cup-ის ფინალში მანჩესტერ სიტიმ ლონდონის ჩელსი 1:0 დაამარცხა და პეპ გუარდიოლა მე-20 მანჩესტერულ ტიტულს დაეუფლა.
მატჩის დასრულების შემდეგ, ესპანელმა სპეციალისტმა კომენტარი გააკეთა.
პეპი:
„ლუდის დალევა? არა, არა, არა! არცერთი წვეთი! — აღსანიშნავად დრო საერთოდ არ გვაქვს. ჩელსის მოსამზადებლად 7 დღე ჰქონდა, ჩვენ კი მხოლოდ 3. გუშინდელი დღე ნამდვილი კოშმარი იყო.
მანჩესტერიდან აქამდე მოსასვლელად ფაქტობრივად ექვსი საათი დავხარჯეთ. ამ ქვეყანაში მატარებლები ცოტა პრობლემაა. ექვსი საათი - ეს მგზავრობისთვის წარმოუდგენელი დროა.
ამ ტიტულს ასტონ ვილასთან მატჩის შემდეგ აღვნიშნავთ. ამას ჩვენს ქალთა გუნდთან ერთად გავაკეთებთ. გვითხრეს, რომ ქალაქში ერთგვარი აღლუმი იქნება.“
შეგახსენებთ, რომ მანჩესტერ სიტი პრემიერ ლიგის ტიტულისთვისაც იბრძვის. ამ მომენტისთვის, ქალაქელები ლიდერ არსენალს 2 ქულით ჩამორჩებიან. ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტური დარჩა.