ასტონ ვილა, გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

მამარდაშვილის კარგი მატჩი - ლივერპული ასტონ ვილასთან დამარცხდა

პრემიერლიგის 37-ე ტურში გიორგი მამარდაშვილის „ლივერპული“ ბირმინგემის „ასტონ ვილას“ ესტუმრა და 2:4 დამარცხდა.

ალისონ ბეკერი ტრავმის შემდეგ ჯერ არ დაბრუნებულა, ამიტომ ქართველი მეკარე მერსისაიდელთა ძირითად შემადგენლობაში იყო. პირველ ტაიმში მამარდაშვილს ბევრი საქმე არ ჰქონია, 42-ე წუთზე კი „ასტონ ვილა“ ლამაზი დარტყმით მორგან როჯერსმა დააწინაურა.

52-ე წუთზე ვირჯილ ვან დაიკმა თავური დარტყმით წონასწორობა აღადგინა. „ლივერპულს“ მალევე მეორე გოლის გატანაც შეეძლო, თუმცა 57-ე წუთზე ოლი უოტკინსმა მამარდაშვილს გაუტანა - გოლი დომინიკ სობოსლაის უხეშ შეცდომას მოჰყვა. ამის შემდეგ ქართველმა მეკარემ უოტკინსს ორჯერ აჯობა, 73-ე წუთზე კი მატჩის გადამწყვეტი ეპიზოდი მოხდა: მამარდაშვილმა ტილემანსის დარტყმა მოიგერია, დამატებაზე პაუ ტორესსაც აუღო, თუმცა უოტკინსის დარტყმისას უკვე უძლური აღმოჩნდა - 3:1. 89-ე წუთზე ჯონ მაკგინმა ლამაზი დარტყმით „ლივერპულს“ მეოთხეც გაუტანა, 92-ე წუთზე კი ვან დაიკმა დუბლი გაიფორმა, თუმცა ეს „წითლების“ მაქსიმუმი აღმოჩნდა.

Sofascore-მა ქართველი მეკარის თამაში 7.2 ქულით შეაფასა, მისი სტატისტიკა კი ასეთი იყო: 5 მოგერიება, 19-დან 14 ზუსტი პასი (74%), 12-დან 7 ზუსტი გრძელი პასი და 29 შეხება ბურთთან.

ასტონ ვილას გოლები და მამარდაშვილის გამორჩეული მომენტები


37 ტურის შემდეგ „ლივერპული“ 59 ქულით სატურნირო ცხრილის მე-5 პოზიციაზეა. პრემიერლიგის დასკვნით ტურში „წითლები“ „ენფილდზე“ „ბრენტფორდს“ მიიღებენ, „ასტონ ვილამ“ კი 62 ქულით ჩემპიონთა ლიგის საგზური გაინაღდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Opta-ს პროგნოზი | რა შანსი აქვს ბუდუ ზივზივაძის ჰაიდენჰაიმს
Opta-ს პროგნოზი | რა შანსი აქვს ბუდუ ზივზივაძის ჰაიდენჰაიმს