ენტონი გორდონი
Aa
Aa

ნიუკასლი 80 მილიონს ითხოვს | ბაიერნი გორდონის ტრანსფერზე მუშაობს

ტელეგრაფის ჟურნალისტის, ლუკ ედვარდსის ინფორმაციით, შესაძლოა ზაფხულში ენტონი გორდონი ნიუკასლიდან მიუნხენის ბაიერნში გადავიდეს.

ნიუკასლსა და ბაიერნს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა ნიუკასლმა ნათლად განაცხადა, რომ არ სურს 45 მილიონ ფუნტად შეძენილი ფეხბურთელის მცირე მოგებით გაყიდვა და მის სანაცვლოდ დაახლოებით 80 მილიონ ფუნტს მოითხოვს. „კაჭკაჭებმა'' გერმანელ კოლეგებს ხაზგასმით აღუნიშნეს, რომ გორდონი ინგლისის ნაკრების მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა და ჩემპიონთა ლიგაზე 10 გოლი გაიტანა. მან ასევე აჩვენა, რომ შეუძლია ითამაშოს როგორც ცენტრალურ თავდამსხმელად, ასე ორივე ფლანგზე, რაც მის ღირებულებას კიდევ უფრო ზრდის.

ამ ეტაპზე გორდონი პრობლემებს არ ქმნის და თავად ფეხბურთელსა და მის წარმომადგენლებს განემარტათ, რომ ამ ზაფხულს კლუბის დატოვების უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში მიეცემა, თუ პირობები ნიუკასლისთვის მისაღები იქნება.

25 წლის ენტონი გორდონმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით 46 მატჩი ჩაატარა, 17 გოლი შეაგდო, 5 საგოლე პასი შეასრულა. კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2030 წლის პირველი ივლისამდე აკავშირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მბაპე: არბელოა მე-4 ფორვარდად მიმიჩნევს | არბელოა: მსგავსი არაფერი მითქვამს
მბაპე: არბელოა მე-4 ფორვარდად მიმიჩნევს | არბელოა: მსგავსი არაფერი მითქვამს