დონეცკის შახტარი, ირაკლი აზაროვი
Aa
Aa

ირაკლი აზაროვი შახტართან ერთად უკრაინის ჩემპიონია

უკრაინის ჩემპიონატის 27-ე ტურში, ირაკლი აზაროვის დონეცკის „შახტარი“ სტუმრად „პოლტავას“ დაუპირისპირდა და 4:0 დაამარცხა, რითაც ჩემპიონის ტიტული გათამაშების დასრულებამდე 3 ტურით ადრე მოიპოვა.

ირაკლი აზაროვი საჩემპიონო მატჩში სასტარტო შემადგენლობაში იყო და ბოლომდე შეუცვლელად ითამაშა. ქართველმა მცველმა უკრაინის ჩემპიონის ტიტული მეორედ მოიპოვა. 2025/26 წლების სეზონში აზაროვმა 11 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.

27 ტურის შემდეგ დონეცკელები 66 ტურით პირველ ადგილზე იმყოფებიან და მეორეადგილოსან „ჟიტომირ პოლისას“ 11 ქულით უსწრებენ. ცნობისთვის, „შახტარმა“ უკრაინის ჩემპიონის ტიტული ისტორიაში მე-16-ედ მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები