პსჟ-ს მორგან როჯერსის დამატება სურს
„პარი სენ-ჟერმენი“ ინგლისურ გრანდებს მორგან როჯერსისთვის ბრძოლაში დაუპირისპირდება.
აქამდე ცნობილი იყო, რომ „ასტონ ვილას“ ნახევარმცველის შეძენით „არსენალი“, „ჩელსი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“ არიან დაინტერესებულნი. თუმცა, გამოცემა The Telegraph-ის ინფორმაციით, 23 წლის ფეხბურთელით პარიზელებიც სერიოზულად დაინტერესდნენ.
ბირმინგემელები თავიანთი ვარსკვლავის სანაცვლოდ, 80 მილიონ ფუნტზე მეტს მოითხოვენ. თუ პრეტენდენტთა რაოდენობა რამდენიმე დარჩება, ფიქსირებულმა თანხამ შესაძლოა 90 მილიონს მიაღწიოს, ხოლო ბონუსების გათვალისწინებით — თითქმის 100 მილიონ ფუნტს.
აღსანიშნავია, რომ თანხის ნაწილს ნებისმიერ შემთხვევაში მიიღებს „მიდლსბრო“. „ასტონ ვილა“ ვალდებულია მოგების 20% ყოფილ კლუბს გადაურიცხოს — როჯერსი თავის დროზე მხოლოდ 15 მილიონ ფუნტად შეიძინეს.
შეგახსენებთ, რომ მორგანი „ასტონ ვილას“ ღირსებას 2024 წლიდან იცავს, მისი კონტრაქტი კი 2031 წლამდეა გათვლილი.
გეტყვით ასევე, რომ მიმდინარე სეზონში, როჯერსმა 45 მატჩში 10 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა.