არის მეხუთე ოქრო! გურამ თუშიშვილმა ფინალი ბრწყინვალე სტილში მოიგო
თბილისის გრან პრის დასკვნით მე-3 დღეს +100კგ-ში გურამ თუშიშვილმა ფინალში ირანელი ჯავად მაჰჯოუბი დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.
ორთაბრძოლა საკმაოდ დაძაბული გამოდგა. ირანელი ძიუდოისტი საწყის წუთებში აქტიურობდა და ვაზარით დამსახურებულად დაწინაურდა კიდეც.
საბოლოოდ თუშიშვილმა ძალები მოიკრიბა და თავისი ძიუდო აჩვენა. გურამმა მეტოქეს მომენტი დაუჭირა, შებოჭა და მაჰჯოუბი უშანსოდ დატოვა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის გრან პრის პირველ ორ დღესქართველმა სპორტსმენებმა 4 ოქროს მედალი მოიპოვეს. 60 კგ. წონით კატეგორიაში ოთხივე მედალი ჩვენი გუნდის წევრებმა მოიპოვეს. გარდა ამისა, 66 კგ.-ში ვაჟა მარგველაშვილმა პირველობა არავის დაუთმო.
66 კგ.-ში ვაჟა მარგველაშვილმა გადამწყვეტი შეხვედრა ბრაზილიელ დანიელ კერგნინს შეხვდა და საქართველოს ნაკრებს მე-2 ოქროს მედალი მოუტანა. ორთაბრძოლა ძალიან დაძაბული გამოდგა და ქართველმა მოჭიდავემ დამატებით დროში "ოქროს ქულით" იმარჯვა.
73. კგ. წონით კატეგორიაში ქართული ფინალი გაიმართა. ლაშა შავდათუაშვილი ფრიდონ გიგანს დაუპირისპირდა და 3 შიდოთი გაიმარჯვა.
ოქროს მედლისთვის კიდევ ერთმა ქართველმა ძიუდოისტმა თამაზ კირაკოზაშვილმა (81) იჭიდავა, რომელმაც ფინალში პორტუგალიის სახელით მოასპარეზე ქართველი ანრი ეგუტიძე ულამაზეს სტილში დაამარცხა.
დღეს, კიდევ ერთი ოქროს მედლის შანსი გვქონდა. გიორგი პაპუნაშვილი -90კგ წონითი კატეგორიის ფინალში ბრაზილიელ რაფაელ მაჩედოს დაუპირისპირდა და დასანანი მარცხი იწვნია.
საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა 5 ოქრო, 3 ვერცხლი და 6 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და გუნდური პირველი ადგილიც დაიკავა.