მესის სახელობის ტრიბუნა ახალ სტადიონზე | ინტერ მაიამის გადაწყვეტილება
ლიონელ მესის „ინტერ მაიამი“ ახალ სტადიონზე გადადის. თბილისის დროით 5 აპრილს, ფლორიდელები „ოსტინს“ დაუპირისპირდებიან და ეს იქნება პირველი შეხვედრა, რომელსაც არგენტინელი სუპერვარსკვლავის გუნდი „ენ იუ სთედიუმზე“ გამართავს.
„ინტერ მაიამიმ“ ოფიციალური განცხადება გაავრცელა და გადაწყვიტა, „ლა პულგა“ კლუბის ისტორიაში სამუდამოდ დარჩეს. ფლორიდელებმა გვაუწყეს, რომ მათი ახალი სტადიონის აღმოსავლეთი ტრიბუნა მესის სახელობის იქნება.
„ლიონელ მესი გლობალურ სპორტში იშვიათი და უნიკალური შემთხვევის ნაწილი გახდება. ის იქნება სპორტსმენი, რომელიც საშინაო სტადიონზე თავისი სახელობის ტრიბუნის წინ ითამაშებს“, - ნათქვამია „ინტერ მაიამის“ განცხადებაში.
ცნობისთვის, 5 ტურის შემდეგ ფლორიდელებს 10 ქულა აქვთ და აღმოსავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილს იკავებენ. „ინტერ მაიამისა“ და „ოსტინის“ დაპირისპირება თბილისი დროით, 03:30-ზე დაიწყება.