პსჟ
Aa
Aa

QSI-ის ეპოქაში მეოთხედ | პსჟ-ს იშვიათი სტატისტიკა

ლიგა 1-ის 25-ე ტურის გახსნით მატჩში „პარი სენ-ჟერმენმა“ „მონაკოს“ „პარკ დე პრენსზე“ უმასპინძლა. პარიზელებს შეეძლოთ სატურნირო ცხრილის სათავეში უპირატესობა დროებით შვიდ ქულამდე გაეზარდათ, თუმცა შინ 1:3 დამარცხდნენ. შედეგად, თუ „ლანსი“ ხვალ „მეცს“ დაამარცხებს, პარიზულ კლუბთან ჩამორჩენას მხოლოდ ერთ ქულამდე შეამცირებს.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში „მონაკო“ „პსჟ“-სთვის ლიგა 1-ში ერთგვარად უხერხულ მეტოქედ იქცა. მონეგასკებმა პირველ წრეშიც მოიგეს — „სტად ლუი II“-ზე გამართული მატჩი 1:0 დასრულდა.

მას შემდეგ, რაც კლუბი „QSI“-ის მფლობელობაში გადავიდა (2011 წლის ივნისი), საკმაოდ იშვიათია შემთხვევა, როდესაც რომელიმე გუნდი ერთ სეზონში ჩემპიონატში „პსჟ“-ს ორივე მატჩს უგებს. სტატისტიკის პორტალ Opta-ს მონაცემებით, ბოლო თითქმის 15 წლის განმავლობაში მსგავსი რამ მხოლოდ ოთხჯერ მოხდა.

პირველი გუნდი, რომელმაც QSI-ის ეპოქაში ერთ სეზონში „პსჟ“-ს ორჯერ მოუგო, „ნანსი“ იყო. 2011/2012 წლების სეზონში ლოთარინგიულმა კლუბმა ჯერ 2011 წლის 20 ნოემბერს „პარკ დე პრენსზე“ მინიმალური ანგარიშით (1:0) იმარჯვა, შემდეგ კი 2012 წლის 31 მარტს საკუთარ მოედანზეც გაიმეორა ეს შედეგი — 2:1.

„მონაკომ“ იგივე 2020/2021 წლების სეზონში შეძლო — ჯერ „სტად ლუი II“-ზე 3:2 მოიგო, შემდეგ კი პარიზშიც იმარჯვა (2:0).

ბოლოს მსგავსი რამ „რენმა“ გააკეთა 2022/2023 წლების სეზონში: ბრეტანში გამართული მატჩი 1:0 დასრულდა, ხოლო „პარკ დე პრენსზე“ რენელებმა 2:0 გაიმარჯვეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლოჩოშვილმა სრულად ითამაშა - ნიურნბერგი დიუსელდორფთან დამარცხდა
ლოჩოშვილმა სრულად ითამაშა - ნიურნბერგი დიუსელდორფთან დამარცხდა