ლუკა გუგეშაშვილი
Aa
Aa

პენალტი მოიგერია, ძალიან კარგად ითამაშა | ატრომიტოსის მწვრთნელი გუგეშაშვილზე

ბერძნულ ატრომიტოსში ქართველი მეკარის, ლუკა გუგეშაშვილის შთამბეჭდავი დებიუტი შედგა. საბერძნეთის უმაღლესი ლიგის 23-ე ტურში ატრომიტოსმა შინ პანსერაიკოსი 1:0 დაამარცხა, ლუკამ კი გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. მან მეორე ტაიმში პენალტი მოიგერია, კარი მშრალად შეინახა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. Sofascore-მა ქართველი გოლკიპერის თამაში 8,4 ქულით შეაფასა.

მატჩის შემდეგ ატრომიტოსის მთავარმა მწვრთნელმა დუშან კერკეზმა ლუკა გუგეშაშვილზე ისაუბრა: „ჩემთვის სასიამოვნო თავსატეხია ასეთი მეკარეების ყოლა, ამ მხრივ პრობლემა ნამდვილად არ მაქვს. პირიქით, როცა ყველა კარგ ფორმაშია, მათგან ერთ-ერთის შერჩევა და მისი დაყენება სირთულეს არ წარმოადგენს. დღეს ლუკას ჯერი იყო, ის მოედანზე გავიდა, პენალტი მოიგერია და ძალიან კარგად ითამაშა. სწორედ ამისთვის დავიმატეთ ის გუნდში. ყოჩაღ ბატონ იანისს და პრეზიდენტს იანვრის სატრანსფერო ფანჯრისას გაძლიერებისთვის. მოთამაშეები, რომლებიც შემოგვიერთდნენ, უკვე დიდ დახმარებას გვიწევენ.“

საქართველოს ეროვნული ნაკრების 26 წლის მეკარე 2025 წლის ზაფხულიდან პაოკ-ის საკუთრებაა. სეზონის პირველ ნახევარში მას რაზვან ლუჩესკუს გუნდში სათამაშო დრო არ ეძლეოდა, რის გამოც ზამთარში იჯარით ატრომიტოსს შეუერთდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სასტარტოდან მეორე კონკურენტიც ამოაგდო | ხარატიშვილი საიმედო და სტაბილურია
სასტარტოდან მეორე კონკურენტიც ამოაგდო | ხარატიშვილი საიმედო და სტაბილურია