იუვენტუსი, ვიქტორ ოსიმენი, გალათასარაი
Aa
Aa

ქამბექი არ შედგა - გალათასარაი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გავიდა

ჩემპიონთა ლიგის პლეი-აუტის განმეორებით მატჩში ტურინის იუვენტუსმა გალათასარაის უმასპინძლა. გულშემატკივრებმა საოცარი დაპირისპირება იხილეს და ბიანკონერი სასწაულთან ძალიან ახლოს იყო.

ტურინულმა კლუბმა ლოკატელის, გატის და მაკკინის გოლებით ძირითადი დრო 3:0 მოიგო და მატჩი დამატებით ტაიმებში გადავიდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ 48-ე წუთის შემდეგ, ბებერი ქალბატონი 10 ფეხბურთელით დარჩა. მსაჯმა მოედნიდან კელი გააძევა.

დამატებით ტაიმებში, ჯერ ვიქტორ ოსიმენმა, ხოლო შემდეგ ილმაზმა გაიტანა და შეხვედრა 3:2 დასრულდა.

ორი მატჩის ჯამში, გალათასარაიმ 7:5 გაიმარჯვა და ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში 12-წლიანი პაუზის შემდეგ გავიდა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    Sofascore - ცნობილია პარიზელთა ფეხბურთელების შეფასება
    Sofascore - ცნობილია პარიზელთა ფეხბურთელების შეფასება