მსოფლიო ჩემპიონატი
Aa
Aa

შეტაკებები და საგანგებო მდგომარეობა | მექსიკაში ფეხბურთის დრო არ აქვთ

22 თებერვალს ოფიციალურად დადასტურდა, რომ მექსიკის არმიამ „ხალისკოს ახალი თაობის კარტელის“ (CJNG) 59 წლის ლიდერი, ნემესიო ოსეგერა, ცნობილი როგორც ელ მენჩო, მოკლა. ამას კარტელის მხრიდან სწრაფი და ძალადობრივი პასუხი მოჰყვა — ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში შეიარაღებული შეტაკებები დაიწყო კარტელის წევრებსა და მექსიკის შეიარაღებულ ძალებს შორის.

The New York Times-ის ინფორმაციით, არეულობა მინიმუმ ხუთ შტატში გავრცელდა. მონაწილეებმა დაწვეს ავტომობილები და გადაკეტეს გზები — ეს ნარკოკარტელების მიერ ხშირად გამოყენებული ტაქტიკაა, რათა უსაფრთხოების ძალების გადაადგილება შეაფერხონ და ქაოსი შექმნან. ხალისკოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ზოგიერთ რაიონში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეჩერებულია და მოსახლეობას სახლებში დარჩენისკენ მოუწოდებენ.

მიმდინარე დაძაბულობამ სპორტზეც იქონია გავლენა. მექსიკური მედიის ცნობით, გადაიდო ქალთა კლასიკო — „გვადალახარასა“ და „ამერიკას“ შორის შეხვედრა. ასევე არ ჩატარდა „კერეტაროსა“ და „ხუარესის“ მატჩი, რომელიც „ესტადიო კორეხიდორაზე“ უნდა გამართულიყო. მიზეზად უსაფრთხოების ზომები სახელდება.

როგორც ცნობილია, 2026 FIFA World Cup-ის ერთ-ერთი მასპინძელი ქვეყანა მექსიკაა. ხალისკოს ადმინისტრაციული ცენტრი, გვადალახარა, ერთ-ერთი მასპინძელი ქალაქია, თუმცა ამჟამად იქ სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია. მომდევნო კვირას „ესტადიო კორეხიდორაზე“ მექსიკის ნაკრებს ისლანდიასთან ამხანაგური მატჩი უნდა ჩაეტარებინა, თუმცა არსებული ვითარების ფონზე უცნობია, გაიმართება თუ არა შეხვედრა.

სამხრეთ კორეა ერთ-ერთი ნაკრებია, რომელსაც გვადალახარაში თამაშები აქვს დაგეგმილი. ადგილობრივი მედიის ცნობით, ქვეყნის ხელისუფლება და საფეხბურთო ფედერაცია მექსიკაში მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით აკვირდებიან და სერიოზულად არიან შეშფოთებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვილიარეალმა ვალენსიას დიდ ბრძოლაში მოუგო - მიქაუტაძემ შეუცვლელად ითამაშა
ვილიარეალმა ვალენსიას დიდ ბრძოლაში მოუგო - მიქაუტაძემ შეუცვლელად ითამაშა