გარი ნევილი, მაიკლ კერიკი
Aa
Aa

ნევილი: კერიკის დატოვება ნიშნავს მის განწირვას წარუმატებლობისთვის, საჭიროა საუკეთესო მწვრთნელი

 „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი მცველმი, გარი ნევილი მიიჩნევს, რომ მაიკლ კერიკის დატოვება მომავალი სეზონისთვის არ ღირს.

მისი თქმით, მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი კლუბის გაწვრთნას და იმ წნეხთან გამკლავებას, რომელიც მას ელის, მრავალწლიანი გამოცდილება სჭირდება.

„დაფიქრდით იმაზე, რას აკეთებდა მიკელ არტეტა გვარდიოლასთან „მანჩესტერ სიტიში“. ჩემი აზრით, სწორი იქნებოდა, თუ „მანჩესტერ იუნაიტედში“ მოვიდოდნენ, ვთქვათ, ენრიკე, ტუხელი ან ანჩელოტი, კერიკი კი მათთან ორი ან სამი წელი იმუშავებდა და შემდეგ დაიკავებდა მათ ადგილს. მაგრამ ვფიქრობ, რომ კერიკის „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარ მწვრთნელად დანიშვნა გუნდში გატარებული ოთხი თვისა და „მიდლსბროში“ ნამუშევარი რამდენიმე წლის შემდეგ — ეს მისი წარუმატებლობისთვის განწირვაა. მაშფოთებს ის, რომ ასეთ შემთხვევაში ჩვენ კვლავ ვუყურებთ, როგორ განიცდის კრახს ჩვენი ბიჭი წელიწადნახევრის განმავლობაში, ასე თუ ისე. ეს კინო ჩვენ უკვე ნანახი გვაქვს. „მანჩესტერ იუნაიტედმა“ უნდა დანიშნოს საუკეთესოთა შორის საუკეთესო მათგან, ვინც ზაფხულში იქნება ხელმისაწვდომი და ის დაუყოვნებლივ უნდა დაინიშნოს“, — თქვა ნევილმა.

შეგახსენებთ, რომ ინგლისურმა კლუბმა 5 იანვარს, რუბენ ამორიმი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვა, რის შემდეგაც „წითელი ეშმაკები“ დროებით მაიკლ კერიკს ჩააბარეს.

გეტყვით ასევე, რომ კერიკის სამწვრთნელო კარიერა „ოლდ ტრაფორდზე“ 2018 წელს დაიწყო, როცა ის ჟოზე მოურინიოსა და ოლე გუნარ სულშერის შტაბში მუშაობდა. სულშერის გადადგომის შემდეგ მან დროებითი მწვრთნელის როლიც მოირგო, ბოლო ორწელიწადნახევარი კი „მიდლსბროს“ წარმატებით ხელმძღვანელობდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარა 8-10 დღეს გამოტოვებს - პსჟ-ს ოფიციალური განცხადება
კვარა 8-10 დღეს გამოტოვებს - პსჟ-ს ოფიციალური განცხადება