როი კინი, მაიკლ კერიკი
Aa
Aa

„ცოდნა და გამოცდილება აკლია“ - კინი ზაფხულში კერიკის გაშვებას ითხოვს

როი კინი დარწმუნებულია, რომ მაიკლ კერიკი „მანჩესტერ იუნაიტედისთვის“ შესაფერისი კანდიდატურა არ არის.

„იუნაიტედის“ ლეგენდარული კაპიტანი თვლის, რომ გუნდს ვინმე უფრო გამოცდილი სჭირდება.

„დროებით მწვრთნელად მუშაობა სულ სხვაა და იმ გუნდის მთავარი მწვრთნელობა -- სულ სხვა, რომელიც უახლოეს ორ, სამ, ოთხ თუ ხუთ წელიწადში ჩემპიონობის მოპოვებას ცდილობს.

ჩვენ განვიხილავთ, რა სჭირდება „არსენალს“ მოსაგებად, თუ გავითვალისწინებთ მათ შემადგენლობას და იმას, რომ ეს მათთვის ახალი გამოცდილება იქნება.

და ამ დროს მაიკლ კერიკი უნდა იყოს „იუნაიტედის“ მწვრთნელი? მას გამოცდილება აკლია. არ ვფიქრობ, რომ მას საკმარისი საფეხბურთო ცოდნა აქვს. არ ვამბობ, რომ ის ვერ გახდება ტოპ-მწვრთნელი, მაგრამ „იუნაიტედის“ სათავეში ჩადგომა უკვე ამ ზაფხულს? ამის წარმოდგენა მიჭირს.

თუ ის დაამტკიცებს, რომ ვცდებოდი, დაიწყებს ბრძოლას ტიტულებისთვის და მათ მოპოვებას, მაშინ ვიტყვი: „იცით, ეს დაუჯერებელია“.

დაივიწყეთ ის, რომ უახლოეს წლებში საუკეთესო ოთხეულში ან ხუთეულში უნდა მოხვდეთ. მე ჩემპიონობაზე ვსაუბრობ. აი, რის იმედი უნდა ჰქონდეს „მანჩესტერ იუნაიტედს?“,

- განაცხადა კინმა The Overlap-ში საუბრისას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები