ოფიციალურად - დონიელ მალენი რომაში გადავიდა
„რომამ“ „ასტონ ვილას“ თავდამსხმელი, დონიელ მალენი ინათხოვრა. გარიგება 26 წლის ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლებასაც ითვალისწინებს.
მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, იტალიური კლუბი ნიდერლანდელის იჯარაში 2 მილიონ ფუნტს გადაიხდის, ხოლო გამოსყიდვის ფასი 25 მილიონი ფუნტი იქნება. გარკვეული პირობების შესრულების შემთხვევაში, გამოსყიდვის ვალდებულება შესაძლოა სავალდებულო გახდეს.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში, მალენმა პრემიერლიგაში 21 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 4 გოლი და გააკეთა 1 საგოლე გადაცემა.
„აიაქსისა“ და „არსენალის“ აკადემიების ყოფილმა მოთამაშემ პროფესიული კარიერა პსვ-ში დაიწყო, 2021 წელს კი „დორტმუნდში“ გადავიდა. საკლუბო დონეზე ჩატარებულ 294 შეხვედრაში მის ანგარიშზე 104 გოლია, ნიდერლანდების ნაკრების შემადგენლობაში კი 49 მატჩში 13-ჯერ გამოიჩინა თავი.