პიერ-ემერიკ ობამეიანგი
Aa
Aa

მთავრობამ გადაწყვეტილება გააუქმა - გაბონის ნაკრები არსებობას გააგრძელებს

აფრიკის თასზე წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ, გაბონის მთავრობამ განაცხადა, რომ ეროვნულ ნაკრებს აუქმებდა და მათ თამაშს სამარცხვინო უწოდა.

სულ ცოტა ხნის წინ, გაბონის ფეხბურთის ფედერაციამ გვამცნო, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობამ უკან გაიწვია.

შეგახსენებთ, რომ ბოლო თამაშის შემდეგ, ეროვნული ნაკრებიდან ობამეიანგი და გუნდის კაპიტანი ბრუნო ეკუელე მანგა გააძევეს და ეს გადაწყვეტილებაც შეიცვალა. ორივე ფეხბურთელი გააგრძელებს ეროვნულ ნაკრებში თამაშს.

შეგახსენებთ, რომ გაბონის ეროვნული ნაკრები ჯგუფურ ეტაპზე კამერუნთან, მოზამბიკთან და კოტ’დ-იუვართან დამარცხდა.

ასევე შეგახსენებთ, გაბონი ვერც მოახლოებულ მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს, რადგან პლეი-ოფის სტადიაზე ნიგერიასთან დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები