ლევან მჭედლიძე, დაჩი ლორთქიფანიძე
Aa
Aa

იჯარით სერია B-ში? ლორთქიფანიძის მომავალზე მჭედლიძე იმუშავებს

კრისტალსპორტის ინფორმაციით, „კრემონეზეს’’ ფეხბურთელმა დაჩი ლორთქიფანიძემ სააგენტო შეიცვალა, ახლა მის მომავალზე LP SPORT MANAGEMENT S.R.L. იმუშავებს, აღნიშნული  სააგენტოს წარმომადგენელი ლევან მჭედლიძეა.

ამ ეტაპზე მთავარია დაჩის სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეს და მის მომავალზე გადაწყვეტილებას ამ ფაქტორიდან გამომდინარე მიიღებენ. კრისტალსპორტის ინფორმაციით, ამჟამად მოლაპარაკება რამდენიმე კლუბთან მიმდინარეობს და სავარაუდოდ კარიერას სერია B-ში გააგრძელებს.

„ემპოლისა’’ და „პალერმოს’’ ყოფილი ფეხბურთელი ლევან მჭედლიძე, რომელსაც იტალიაში თამაშის მრავალწლიანი გამოცდილება და კარგი კონტაქტები აქვს, ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელებს ევროპული კარიერის შექმნაში ეხმარება, მის სახელთანაა დაკავშირებული საბა გოგლიჩიძის გადასვლა „ემპოლიში’’ და შემდეგ ტრანსფერი „უდინეზეში’’. ასევე, მისი ჩართულობით გასულ ზაფხულში 18 წლის ნიკოლოზ ჩიქოვანი „უოტფორდის’’ ფეხბურთელი გახდა.

სეზონის მიმდინარეობისას დაჩის შესახებ არაერთხელ დავწერეთ. მის გარშემო მიმდინარე მოვლენებს აქტიურად ვაშუქებთ, რადგან ვთვლით რომ დიდი მომავალი აქვს და ყურადღებას იმსახურებს, რაზეც ის ფაქტიც მეტყველებს, რომ „კრემონეზე’’ თავისი აკადემიის აღზრდილ ფეხბურთელებს პირველ გუნდში არ აწინაურებს, თუმცა ზაფხულში დაჩი „კრემონეზეს’’ პირველი გუნდის სრულფასოვანი წევრი გახდა, მთავარი მწვრთნელის დავიდ ნიკოლას დიდი მოწონება დაიმსახურა და სერია A-ს მე-7 ტურში „უდინეზესთან’’ დებიუტი შედგა, მინდორზე ნახევარი საათი გაატარა და მისი თამაში, იტალიური მედიისა თუ ნიკოლას მხრიდან, პოზიტიურად შეფასდა.

20 წლის ნახევარმცველი „კრემონეზეს’’ აღზრდილია, Transfermarkt-ი 500 000 ევროდ აფასებს, კრემონულ კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

დაჩის საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში უთამაშია, ამჟამად 21-წლამდე ნაკრების ფეხბურთელია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბენფიკას ინტერესი A Bola-მ დაადასტურა | ზურიკო ლისაბონელთა პრიორიტეტი არაა
ბენფიკას ინტერესი A Bola-მ დაადასტურა | ზურიკო ლისაბონელთა პრიორიტეტი არაა