გარი ნევილი, რუბენ ამორიმი
Aa
Aa

ნევილმა ამორიმს უპასუხა - „მანჩესტერში ექსპერიმენტები უნდა შეწყდეს“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ექსფეხბურთელმა, ამჟამად კი ტელეექსპერტმა გარი ნევილმა „წითელი ეშმაკების“ აწ უკვე ყოფილ მწვრთნელს რუბენ ამორიმს უპასუხა.

ნევილის თქმით, „ოლდ ტრაფორდზე“ ისეთი სპეციალისტი უნდა დაინიშნოს, რომელიც კლუბის დნმ-ს შეესაბამება.

„ლუი ვან გალს თავისი ფილოსოფია ჰქონდა, ჟოზე მოურინიოს გუნდები გარკვეული ტაქტიკით თამაშობენ, ისევე როგორც დევიდ მოიესის გუნდები. ერიკ ტენ ჰაგს სრულიად განსხვავებული სტილი ჰქონდა, რომელიც არ ემთხვეოდა იმას, რასაც როგორც წესი „მანჩესტერ იუნაიტედი“ თამაშობს. რუბენ ამორიმს თუ დავუბრუნდებით, არც მისი სტილი პასუხობდა „იუნაიტედის“ მოთხოვნებს, ამიტომ ექსპერიმენტები უნდა შეწყდეს.

ინტერნეტში არის კარგი ვიდეო, რომელშიც ბობი ჩარლტონი ჰყვება, თუ რას წარმოადგენს „მანჩესტერ იუნაიტედი“ როგორც საფეხბურთო კლუბი. ეს ითვალისწინებს რისკიან ფეხბურთს, ახალგაზრდა მოთამაშეებს და სანახაობრივ სტილს. „იუნაიტედმა“ უნდა გარისკოს და თამამად ითამაშოს.

„ოლდ ტრაფორდზე“ ისეთი სპეციალისტი უნდა დაინიშნოს, რომელიც კლუბის დნმ-ს შეესაბამება. „აიაქსი“ და „ბარსელონა“ არასოდეს ღალატობენ საკუთარ სტილს მწვრთნელის გამო. მიმაჩნია, რომ ეს არც „მანჩესტერმა“ უნდა გააკეთოს.

ვერ ვიტყვით, რომ ყველა ზემოხსენებული მწვრთნელი სუსტია, თუმცა მათ განსხვავებული იდეები და ფილოსოფია აქვთ და ამიტომ არც ერთი მათგანი არ შეესაბამება „იუნაიტედს“. ახლა ხელმძღვანელობამ უნდა იპოვოს გამოცდილი სპეციალისტი, რომელიც გუნდს სწრაფ, სანახაობრივ, შემტევ და აგრესიულ ფეხბურთს ათამაშებს“.

ცნობისთვის, ერთ-ერთ ბოლო პრესკონფერენციაზე ამორიმმა განაცხადა, რომ თუ „მანჩესტერის“ ხელმძღვანელობა ნევილის ან სხვა ექსპერტების კრიტიკას ვერ უძლებს, მაშინ კლუბს სხვა ტიპის ცვლილებები სჭირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კარაგერი: ფერგის შემდგომ ეპოქაში ამორიმი ყველაზე ცუდი მწვრთნელია
კარაგერი: ფერგის შემდგომ ეპოქაში ამორიმი ყველაზე ცუდი მწვრთნელია