ლენარტ კარლი
Aa
Aa

რატომ არ გადავიდა 10 წლის კარლი რეალში | უცნობი ისტორია ამომავალ ვარსკვლავზე

გერმანელმა ჟურნალისტმა სებასტიან ლაისგანგმა ლენარტ კარლის რეზონანსულ კომენტართან დაკავშირებით საინტერესო ფაქტი გაიხსენა. 10 წლის ლენარტ კარლი მადრიდის „რეალში’’ სინჯებზე იმყოფებოდა, ესპანური გრანდის აკადემიაში მოეწონათ და მისი დატოვება სურდათ, თუმცა ოჯახთან შეთანხმება არ შედგა და კარლი გერმანიაში დაბრუნდა.

„10 წლის იყო, როცა მადრიდის „რეალში“ სინჯებზე იმყოფებოდა. მაშინ რეგიონულ დონეზე საწვრთნელი ბანაკები ტარდებოდა, ერთ-ერთი მათგანი აშაფენბურგის რეგიონში, გროსკროცენბურგში იყო. იქ კარმა სინჯები წარმატებით გაიარა და მომდევნო ტურში გადაინაცვლა, რომელიც მემინგენში გაიმართა''.

ამის შემდეგ კარლი პირდაპირ მადრიდში გაემგზავრა, მიიწვიეს მადრიდის „რეალში“ და მიეცა შესაძლებლობა, თავი ლეგენდარულ „ბერნაბეუზე“ ეჩვენებინა, თუმცა „სამეფო კლუბში“ სრულფასოვანი ტრანსფერი არ შედგა. როგორც ჟურნალისტი იხსენებს, ამით განსაკუთრებით მამამისი იყო კმაყოფილი: „მამამ მოგვიანებით მითხრა, რომ ამით ძალიან მოხარული იყო, რადგან შეექმნა შთაბეჭდილება, რომ იქ საქმე არა მის შვილს, არამედ მსხვილ სამენეჯერო სააგენტოებთან კონტრაქტების გაფორმებას ეხებოდა. სწორედ ამიტომ ჩაიშალა მოლაპარაკებები და ოჯახი ამას დღესაც სულაც არ ნანობს''.

როგორც ჩანს, ლენარტ კარლის მამას შეექმნა შთაბეჭდილება, რომ მადრიდში ბავშვის ნიჭი და მისი განვითარება მეორეხარისხოვანი იყო. კლუბსა და მასთან დაკავშირებულ პირებს უფრო მეტად აინტერესებდათ მსხვილ სააგენტოებთან კონტრაქტების გაფორმება და ფინანსური გარიგებები, ვიდრე თავად 10 წლის ბიჭის მომავალი.

ამ ამბავმა ესპანეთშიც გამოიწვია გამოხმაურება. ესპანური სპორტული გაზეთი AS ასეთი სათაურით გამოვიდა: „კარლი — ძვირფასი თვალი, რომელიც „რეალს'' ხელიდან გაუსხლტა“.

შეგახსენებთ, კარლმა გასულ კვირას, ბურგსინის ფანკლუბთან შეხვედრისას, თავისი საოცნებო კლუბი დაასახელა.

„იმედი მაქვს, ეს ჩვენს შორის დარჩება,“ — დაიწყო ლენარტ კარლმა ფანკლუბში სტუმრობისას, როდესაც ჰკითხეს, „ბაიერნის'' გარდა ჰყავდა თუ არა საოცნებო კლუბი: „ბაიერნი'' ძალიან დიდი კლუბია. აქ თამაში ოცნებაა, თუმცა, რაღაც მომენტში, აუცილებლად მინდა მადრიდის „რეალში“ გადავიდე. ეს ჩემი საოცნებო კლუბია, მაგრამ ეს ჩვენს შორის დარჩეს.“ გერმანიის „რეკორდმაისტერის'' გულშემატკივრებს ეს განცხადება ნამდვილად არ ესიამოვნებათ, თუმცა მან ხაზი გაუსვა, რომ „ბაიერნი“, რა თქმა უნდა, „ძალიან, ძალიან განსაკუთრებულია“ და ამ კლუბში ყოფნა „ძალიან, ძალიან სახალისოა“.

17 წლის კარლი მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშეა, ასაკის მიუხედავად „ბაიერნის'' მთავარ გუნდში ადგილი დაიმკვიდრა. 22 მატჩში 6 გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა. შედეგად, მისი სატრანსფერო ღირებულება მკვეთრად გაიზარდა. კარლი, რომელსაც Transfermarkt-ი 60 მილიონ ევროდ აფასებს, გერმანიის „რეკორდმაისტერის'' ღირსებას 2022 წლიდან იცავს. მისი კონტრაქტი 2028 წლის 30 ივნისამდეა გათვლილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სასახლე სამშობლოში დასრულებულია - კრიშტიანუს ფუფუნების ახალი კერა
სასახლე სამშობლოში დასრულებულია - კრიშტიანუს ფუფუნების ახალი კერა