ეკატერინე გორგოძე
Aa
Aa

კვალიფიკაციის ფინალშია | გორგოძემ კანბერაში დამაჯერებლად მოიგო

კანბერაში საერთაშორისო ტურნირი გაიმართება, რომლის კვალიფიციკაში ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე (179) მონაწილეობს. მან ნახევარფინალში სელენა იანიციევიჩი (215) ორ სეტში 6:3, 6:3 დაამარცხა.

ცნობილი იყო, რომ კვალიფიკაციის ფინალში გორგოძე სარა როკუშეკისა (694) და ანუკ კუვერმანსის (194) შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდებოდა. ნიდერლანდელმა კუვერმანსმა ორ სეტში 1:6, 0:6 გაიმარჯვა და ფინალში ქართველის მეტოქე იქნება. თუ გორგოძე ფინალურ შეხვედრას მოიგებს, ტურნირის ძირითად ბადეში მოხვდება.

აღნიშნული ტურნირის საპრიზო ფონდი 125 000 ევროა.

გასული წლის მიწურულს კრისტალსპორტმა ეკატერინე გორგოძესთან ინტერვიუ ჩაწერა, ჩოგბურთელმა გასული წელი შეაფასა და 2026 წლის მიზნებზე ისაუბრა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები