სათამაშოდ მზად არის - მუსიალა დაბრუნდა
ჯამალ მუსიალა ბრუნდება - ამის შესახებ გერმანული ავტორიტეტული გამოცემა BILD წერს.
ბუნდესლიგა 9 იანვარს განახლდება და თუ აღნიშნულ წყაროს დავუჯერებთ, 22 წლის ფეხბურთელი უკვე განაცხადში იქნება.
BILD იმასაც წერს, რომ მუსიალამ ვარჯიში სხვებზე ადრე განაახლა. ბაიერნმა შეკრება დღეს დაიწყო, ხოლო ჯამალმა ვარჯიში გუშინ განაახლა.
მისი რეაბილიტაცია წარმატებით დასრულდა და სულ მალე ის სათამაშოდ მზად იქნება. მიმდინარე სეზონში ბაიერნი დიდებულ ფორმაშია და მუსიალა მათთვის ახალი ტრანსფერივით იქნება.
შეგახსენებთ, რომ გერმანელმა ტალანტმა უმძიმესი ტრავმა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე პარი სენ ჟერმენის წინააღმდეგ მიიღო, რის გამოც სეზონის პირველი ნახევარი მთლიანად გამოტოვა.
რაც შეეხება ბაიერნს, კომპანის გუნდი ბუნდესლიგას 41 ქულით დამაჯერებლად ლიდერობს და მეორე პოზიციაზე მყოფ დორტმუნდს 9 ქულით უსწრებს. ჩემპიონთა ლიგის ფაზაზე კი 15 ქულით მეორე პოზიციაზეა.