ქაოსი
Aa
Aa

ქაოსი "ელ კათედრალზე", "მარსელის" გულშემატკვირები სამართალდამცავებს დაუპირისპირდნენ

ევროპა ლიგის მერვედფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში „მარსელმა“ სტუმრად „ბილბაო“ 2-1 დაამარცხა. ფრანგებმა პაიესა და ოკამპოსის გოლების წყალობით იმარჯვეს და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვეს.

სამწუხაროდ შეხვედრას ინციდენტების გარეშე არ ჩაუვლია, ფრანგმა ულტრასმა გულშემატკივრებმა პეტარდები აანთეს და ბილბაოს ქომაგებს ესროლეს. პოლიციამ მათი დაშოშმინება სცადა, რამაც გულშემატკივრებისა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება და სრული ქაოსი გამოიწვია.

შეტაკებების შედეგად ორმა პოლიციელმა მიიღო მსუბუქი დაზიანება,  ხოლო ესპანელმა სამართალდამცავებმა 3 ფრანგი გულშემატკივარი დააკავეს.

შეგახსენებთ, რომ ჯგუფურ ეტაპზე „ბილბაოსა“ და „მოსკოვის სპარტაკის“ ქომაგებს შორის მომხდარმა დაპირისპირებამ ერთი სამართალდამცავის სიცოცხლე შეიწირა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები