მეცის თვის საუკეთესო ფეხბურთელი - წიტაიშვილი ნომინანტებს შორისაა
მიუხედავად იმისა, რომ მეცს კარგი სეზონი არ აქვს, გიორგი წიტაიშვილის თამაში მხოლოდ ქებას იმსახურებს.
ფრანგული გუნდის ოფიციალურ საიტზე გვხვდება თვის საუკეთესო ფეხბურთელის გამოკითხვა. 4 ნომინანტიდან ერთ-ერთი სწორედ ქართველი გარემარბია. გამოკითხვაში მონაწილეობას გულშემატკივრები იღებენ.
ცნობისთვის, წიტაიშვილმა დეკემბრის თვეში მეცის სამივე მატჩში მიიღო მონაწილეობა. განსაკუთრებით გამოსარჩევი კი პარი სენ ჟერმენთან დაპირისპირებაა, რომელშიც ის სუპერ აქტიური იყო და ფრანგულ გრანდს ეფექტური გოლი გაუტანა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში მეცი ლიგა 1-ში დარჩენისთვის იბრძვის. ლე მენიოს გუნდს 16 ტურის შემდეგ, 11 ქულა აქვს და ბოლო ადგილზე იმყოფება.
რაც შეეხება წიტაიშვილს, მან 16 ჩატარებულ შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.