პარალიმპურმა კომიტეტმა 2025 წლის საუკეთესო პარასპორტსმენები გამოავლინა
საქართველოს პარალიმპურმა კომიტეტმა 2025 წლის შემაჯამებელი ღონისძიება ჩაატარა.
გამოავლინეს წლის საუკეთესო გუნდის, მწვრთნელის, მსოფლიოსა და ევროპის რეკორდსმენების, საუკეთესო პარაათლეტი კაცისა და ქალის ნომინაციათა გამარჯვებულები, ასევე განსაკუთრებული პრიზი გადაეცა სპორტის მედიცინის ასოციაციას.
2025 წლის საუკეთესო გუნდის ტიტული პარაძიუდოს ნაკრებს გადაეცა, საუკეთესო მწვრთნელი კი პარაძიუდოს ნაკრების ხელმძღვანელი ლევან ქოჩიევი გახდა. მსოფლიოსა და ევროპის რეკორდებისთვის დაჯილდოვდნენ პარაძალოსანი აკაკი ჯინჭარაძე და უსინათლო პარაძალოსანი მირიან ოგნაძე. სპორტის მედიცინის განსაკუთრებული პრიზი კი ზურაბ კახაბრიშვილს გადაეცა.
2025 წლის საუკეთესო პარაათლეტი კაცი გიორგი ქალდანი, 2025 წლის საუკეთესო პარაათლეტი ქალი კი ნინა თიბილაშვილი გახდა.
წყარო - 1TV სპორტი