21-წლამდე ნაკრები | ლუკა ლაცაბიძე გერმანიასთან ვერ ითამაშებს
საქართველოს 21-წლამდე ნაკრები, დღეს, მიხეილ მესხზე ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩში გერმანიის ახალგაზრდულ ნაკრებს უმასპინძლებს.
აღნიშნულ მატჩში, რამაზ სვანაძის გუნდს ტრავმის გამო გუნდის ცენტრალური მცველი - ლუკა ლაცაბიძე ვეღარ დაეხმარება. ასევე ტრავმის გამო მიმდინარე შეკრება გამოტოვა ნიდერლანდების ერედივიზიონში მოთამაშე ექსელსიორის ფეხბურთელმა - ირაკლი ეგოიანმა.
შეგახსენებთ რომ 4 ტურის შემდეგ რამაზ სვანაძის გუნდს 5 ქულა აქვს. 21-წლამდე ნაკრები სატურნირო ცხრილის მეოთხე პოზიციას იკავებს და გერმანიას 4 ქულით, ხოლო საბერძნეთს 7 ქულით ჩამორჩება.
U21 | შემადგენლობა
მეკარეები: მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი), საბა ქაჯაია (რეალ მურსია, ესპანეთი), პაპუნა ბერუაშვილი (რუსთავი).
მცველები: ჟორჟე ქარსელაძე (აკადემიკა კოიმბრა, პორტუგალია), დავით ბუკია (ლოკომოტივი თბილისი), ოთარ ჩოჩია (გაგრა), გიორგი გვასალია (დინამო თბილისი), აკაკი გიუნაშვილი (კოლხეთი ფოთი 1913), საბა ხარებაშვილი (დინამო თბილისი), გიორგი ტაბატაძე (ვაილე, დანია), ალეკო ანანიძე (თელავი).
ნახევარმცველები: დაჩი ლორთქიფანიძე (კრემონეზე, იტალია), ნიკოლოზ დადიანი (იბერია 1999), გიორგი ხარებავა (კოლხეთი ფოთი 1913), ცოტნე ბერელიძე (დინამო თბილისი), ლუკა წულუკიძე (დინამო ბათუმი), ალეკო ბასილაძე (ტორპედო ქუთაისი), გურამ ჯაფარიძე (დინამო ბათუმი).
თავდამსხმელები: დიეგო დეისაძე (ტერმალიკა ნეცეჩა, პოლონეთი), დავით გოცირიძე (გაგრა), ლუკა პარკაძე (ზალცბურგის აუსტრია, ავსტრია), დიმიტრი ღურწკაია (მეშახტე ტყიბული).