ანდრეი ლუნინი
Aa
Aa

რეალი ზაფხულში ლუნინის გაყიდვას გეგმავს

მადრიდის „რეალი“ ზაფხულში უკრაინელი მეკარის, ანდრეი ლუნინის გაყიდვას გეგმავს, რადგან ის ჩაბი ალონსოს გეგმებში აღარ შედის. ამის შესახებ  Grada3  იუწყება.

წყაროს ინფორმაციით, სამეფო კლუბი დიდ იმედებს ამყარებს ფრან გონსალესზე. მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, 20 წლის მეკარე ტიბო კურტუას დუბლიორი გახდება, შემდეგ კი მან, როგორც „რეალში“ ვარაუდობენ, ბელგიელი მეკარე უნდა შეცვალოს.

ამასთან დაკავშირებით, „ბლანკოსი“ ლუნინის გაყიდვას გეგმავს და როგორც მოსალოდნელია, 26 წლის უკრაინელს ზაფხულში, ტრანსფერზე დააყენებენ.

შეგახსენებთ, რომ ანდრეი „რეალში“ 2018 წლიდან თამაშობს, მისი კონტრაქტი კი 2030 წლის ივნისამდეა გათვლილი.

მიმდინარე სეზონში, ლუნინს არც ერთი მატჩი არ ჩაუტარებია. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 18 მილიონი ევროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ამის შესახებ მაშინ იცოდა, როდესაც კონტრაქტზე ხელს აწერდა“ - ლივერპულის ექს-მეკარე მამარდაშვილზე
„ამის შესახებ მაშინ იცოდა, როდესაც კონტრაქტზე ხელს აწერდა“ - ლივერპულის ექს-მეკარე მამარდაშვილზე