ლუის რუბიალესი
Aa
Aa

სკანდალი წიგნის პრეზენტაციაზე | რუბიალესს კვერცხები ესროლეს

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა, ლუის რუბიალესმა წიგნი გამოუშვა - „რუბიალესის მკვლელობა“. რუბიალესი წიგნში ჯენი ჰერმოსოსთან მომხდარი ინციდენტის საკუთარ ვერსიაზე ლაპარაკობს და დეტალების საკუთარ მხარეს ასაჯაროებს.

რუბიალესის წიგნის პრეზენტაცია დღეს გაიმართა და ღონისძიებას წინ სერიოზული ინციდენტი უძღოდა. სანამ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ლაპარაკს დაიწყებდა და კითხვებს უპასუხებდა, მას კვერცხები ესროლეს.

უცნობი მამაკაცი მოულოდნელად სცენას მიუახლოვდა და რუბიალესს სამი კვერცხი ესროლა, პარალელურად კი დაიყვირა: „ნაძირალა“. რუბიალესს ერთი კვერცხი მოხვდა და მაშინვე უცნობი მამაკაცისგენ გაიქცა, მაგრამ იქვე მყოფმა ადამიანებმა ფიზიკური დაპირისპირება არ დაუშვეს და რუბიალესი შეაკავეს.

შეგახსენებთ, რომ ქალ ფეხბურთელთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ესპანეთის ნაკრებმა ინგლისს მინიმალური სხვაობით, 1:0 მოუგო. დაჯილდოების ცერემონიაზე კი რუბიალესმა ჰერმოსოს ტუჩებში აკოცა, რასაც საერთაშორისო სკანდალი მოჰყვა. საბოლოოდ, რუბიალესს პრეზიდენტის თანამდებობის დატოვება მოუწია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარაცხელია: სწორედ ამ მიზეზით, ეს მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია
კვარაცხელია: სწორედ ამ მიზეზით, ეს მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია