საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ესტონეთი 10:1 გაანადგურა
საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში ესტონეთის ნაკრებთან მეორე ამხანაგური მატჩი გამართა და მეტოქე 10:1 გაანადგურა.
გუშინ, ესტონელებთან გამართული პირველ მატჩში ავთანდილ ასათიანის გუნდმა 5:0 მოიგო, დღეს კი გატანილი გოლების რაოდენობა გააორმაგა და საპასუხოდ, მხოლოდ 1 მიიღო.
შეგახსენებთ, რომ ფუტსალში, ევროპის ჩემპიონატი 2026 წლის 21 იანვრიდან 7 თებერვლის ჩათვლით სლოვენიაში, ლატვიასა და ლიეტუვაში გაიმართება. საქართველოს ნაკრები A ჯგუფში იასპარეზებს, სადაც მეტოქეები მასპინძელი ლატვია, საფრანგეთი და ხორვატია იქნებიან.