ავთანდილ ასათიანი
Aa
Aa

ფუტსალის ნაკრებმა ესტონეთი გაანადგურა

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევრო 2026-ისთვის მზადებას განაგრძობს.

მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში, ავთანდილ ასათიანის მიერ გაწვრთნილმა გუნდმა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ესტონეთის გუნდთან ამხანაგური მატჩი გამართა და 5:0 გაიმარჯვა. გიორგი ღავთაძემ, არჩილ სებისკვერაძემ, გიორგი ჩიმაკაძემ, საბა ტყეშელაშვილმა და ლევან სვანიძემ გაიტანეს.

ხვალ, საქართველოს ნაკრები ესტონეთის ნაკრებთან კიდევ ერთ ტესტ-მატჩს გამართავს შეხვედრა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 17:00 საათზე დაიწყება და გულშემატკივრებისთვის დასწრება თავისუფალი იქნება.

შეგახსენებთ, რომ ფუტსალში, ევროპის ჩემპიონატი 2026 წლის 21 იანვრიდან 7 თებერვლის ჩათვლით სლოვენიაში, ლატვიასა და ლიეტუვაში გაიმართება. საქართველოს ნაკრები A ჯგუფში იასპარეზებს, სადაც მეტოქეები მასპინძელი ლატვია, საფრანგეთი და ხორვატია იქნებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები