ზიდანი საფრანგეთის ნაკრების თავკაცობისთვის ემზადება | L’Équipe
ზინედინ ზიდანი საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელობისთვის ემზადება.
როგორც L’Équipe წერს, 53 წლის ფრანგი სპეციალისტი, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, დიდიე დეშამის შესაცვლელად არის განწყობილი.
გამოცემის წყაროს ინფორმაციით, ზიზუ ლიგა 1-ს აკვირდება, ასევე უყურებს ევროპული მატჩების თამაშებსა და არა მხოლოდ. ამასთან, ის ბევრ ჩანაწერს აკეთებს და უკვე აქვს იდეა ეროვნული ნაკრების მომავალ თამაშთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, რომ ზიდანის ბოლო სამუშაო ადგილი მადრიდის „რეალი“ იყო, რომელიც მან 2021 წელს დატოვა. სამეფო გუნდათა ერთად, მან ჩემპიონთა ლიგა სამჯერ, ხოლო ესპანეთის სუპერ თასი 2-ჯერ მოიგო.
გეტყვით ასევე, რომ დეშამის ხელმძღვანელობით საფრანგეთის ნაკრები 2018 წელს მსოფლიოს ჩემპიონი, ხოლო 2021-2022 წლების ერთა ლიგის გამარჯვებული გახდა.
დიდიე მთავარი მწვრთნელის პოსტს 2012 წლის 8 ივლისიდან იკავებს. მან ნაკრებიდან წასვლა სწორედ 2026 წლის მუნდიალის დასრულების შემდეგ დააანონსა.