კილიან მბაპე, მაიკლ ოუენი, სტივენ ჯერარდი, ლამინ იამალი
Aa
Aa

„რაც მაიკლმა 21 წლის ასაკში მოიგო, ისინი ამისთვის ახლაც იბრძვიან“ - ჯერარდმა ოუენი აირჩია

სტივენ ჯერარდი რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთი სპორტული გადაცემის სტუმარი იყო, სადაც „ლივერპულის“ ლეგენდამ უამრავ საინტერესო თემაზე ილაპარაკა. საუბრის ბოლოს კი, „სტივი ჯის“ „ოქროს ბურთის“ წლევანდელ დაჯილდოებაზე ჰკითხეს აზრი, რაზეც საკუთარი ფავორიტის დასახელების ნაცვლად, წარსული გაიხსენა და ყოფილი თანაგუნდელი მაიკლ ოუენი მსოფლიო ფეხბურთის ამჟამინდელ ვარსკვლავებს, კილიან მბაპესა და ლამინ იამალს შეადარა.

სტივენ ჯერარდი

კილიან მბაპე და ლამინ იამალი იმ „ოქროს ბურთისთვის“ იბრძვიან, რომელიც მაიკლ ოუენს 21 წლის ასაკში უკვე მოგებული ჰქონდა. მაიკლთან ერთად მითამაშია და ახალგაზრდულ ასაკში ის დაუჯერებლად მაგარი გახლდათ, რის გამოც თუ ამ სამეულში ერთის არჩევას მომთხოვენ, მბაპესა და იამალს ოუენს ვამჯობინებ. თუმცა, ასევე არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ კილიანი და ლამინი არაჩვეულებრივი მოთამაშეები არიან.

ცნობისათვის, მაიკლ ოუენმა „ოქროს ბურთი“ 2001 წელს მოიგო, როდესაც 176 ქულა დააგროვა და მეორე-მესამე ადგილებზე გასულ რაულსა (140) და ოლივერ კანს (114) შესაბამისად, 36 და 62 ქულით აჯობა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
საუკეთესო ფეხბურთელები, რომლებსაც ოქროს ბურთი არასდროს მოუგიათ
საუკეთესო ფეხბურთელები, რომლებსაც ოქროს ბურთი არასდროს მოუგიათ