არსენალმა და სპორტინგმა გიოკერეშის ტრანსფერი გააფორმეს
ვიქტორ გიოკერეში ხვალ „არსენალში“ სამედიცინო შემოწმებას გაივლის. ამის შესახებ ფაბრიციო რომანო წერს.
ცნობილი ინსაიდერის ინფორმაციით, „მეთოფეებმა“ და „სპორტინგმა“ ტრანსფერის პროცესი დაასრულეს და ყველა საჭირო დოკუმენტები უკვე გააფორმეს.
ჟურნალისტ ბენ ჯეიკობის ცნობით, კი 27 წლის ფეხბურთელში ინგლისური კლუბი 63,5 +10 მილიონ ევროს გადაიხდის.
Transfemarkt-ის მონაცემებით, გიოკერეშმა გასულ სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 52 მატჩში 54 გოლი გაიტანა და 13 საგოლე პასი შეასრულა. ყველა ტურნირზე შედეგიანი იყო, თუმცა ყველაზე შთამბეჭდავი სტატისტიკა პორტუგალიის ჩემპიონატში დააფიქსირა, 33 მატჩში 39 გოლი გაიტანა და საუკეთესო ბომბარდირი გახდა.