განახლებული შედეგები: ბექა ღვინიაშვილი მსოფლიო რეიტინგს სათავეში ჩაუდგა!
Aa
Aa

განახლებული შედეგები: ბექა ღვინიაშვილი მსოფლიო რეიტინგს სათავეში ჩაუდგა!

ქართველი ძიუდოისტი ბექა ღვინიაშვილი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის რეიტინგში 90 კგ. წონით კატეგორიაში გალიდერდა.

განახლებულ რეიტინგში 4670 ქულით ღვინიაშვილი პირველ ადგილს იკავებს.

ბექას ეს წარმატება პარიზის გრან პრიზე წარმატებულმა გამოსვლამ განაპირობა. ქართველმა ძიუდოისტმა საფრანგეთის დედაქალაქში ვერცხლის მედალი მოიპოვა.

აქვე გეტყვით, რომ 66 კგ. კატეგორიაში მეორე პოზიციას იკავებს ვაჟა მარგველაშვილი.

ასევე, მეორე ადგილს იკავებენ ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ.) და გურამ თუშიშვილი (+100).

ცხელი ამბები