პარიზის გრანდ სლემი: ბექა ღვინიაშვილი ფინალშია!
Aa
Aa

პარიზის გრანდ სლემი: ბექა ღვინიაშვილი ფინალშია!

პარიზში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემზე ბექა ღვინიაშვილმა (90 კგ.) ფინალის საგზური მოიპოვა.

ღვინიაშვილმა ფინალამდე ოთხივე ბრძოლა იპონით მოიგო. პირველ ეტაპზე ბექამ აზერბაიჯანელ აბდულჰაგ რასულუს სძლია, შემდეგ სამხრეთ კორეელ ჯაეიონგ ლის, ედუარდ ტრიპელსა და კენტა ნაგასავას გაუსწორდა.

ფინალში ბექა ღვინიაშვილის მეტოქე იაპონელი მუკაი იქნება.

შეგახსენებთ, რომ გრანდ სლემის პირველ დღეს ლაშა შავდათუაშვილმა საქართველოს პირველი მედალი მოუპოვა.

ცხელი ამბები