პარიზის გრანდ სლემის პრიველ დღეს ლაშა შავდათუაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა
Aa
Aa

პარიზის გრანდ სლემის პრიველ დღეს ლაშა შავდათუაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა

პარიზში მიმდინარე გრანდ სლემზე ლაშა შავდათუაშვილმა საქართველოს პირველი მედალი მოუპოვა.

ფინალამდე დამაჯერებლად მისული შავდათუაშვილი გადამწყვეტ ბრძოლაში კოსოვოელ აკილგიაკოვასთან მხოლოდ ვაზარით დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

პარიზის გრანდ სლემზე, ლაშა შავდათუაშვილისთვის ეს მესამე ცდა იყო და ქართველმა ძიუდოისტმა კვარცხლბეკზე ასვლა პირველად მოახერხა.

აქვე გეტყვით, რომ ხვალ ტატამზე 81 კილოგრამ კატეგორიაში ზებედა რეხვიაშვილი გამოვა. 90 კგ-ში კი ბექა ღვინიაშვილი და უშანგი მარგიანი დაიცავენ ქვეყნის ღირსებას. რაც შეეხება 100 კგ-ს წარმომადგენლებს, აქ ვარლამ ლიპარტელიანი და ლაშა ტაველური იასპარეზებენ, ხოლო მძიმე წონით კატეგორიაში გურამ თუშიშვილი და ლევან მატიაშვილი გამოვლენ.

ცხელი ამბები