“სან ფრანცისკომ“ გაროპოლო გაიფორმა
Aa
Aa

“სან ფრანცისკომ“ გაროპოლო გაიფორმა

„სან ფრანცისკო ფორთი ნაინერსმა“ ჯიმი გაროპოლოსთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვითაც 26 წლის ქორთერბექი წელიწადში საშუალოდ 27.5 მილიონ დოლარს მიიღებს და ყველაზე მაღალანაზღაურებადი ამერიკული ფეხბურთის მოთამაშე გახდება.

„სან ფრანცისკომ“ გაროპოლო „ნიუ ინგლენდიდან“ 31 ოქტომბერს  გადმოიყვანა, ჯიმიმ „ფორთინაინერში“ ხუთი მატჩის ჩატარება მოასწრო და ხუთივეში იმარჯვა. „სან ფრანცისკოს“ გენერალურმა მენეჯერმა ჯონ ლინჩმა განაცხადა: ჩვენ გვჯერა ჯიმის და გვინდა რომ იგი სან ფრანცისკოში დიდი ხნით დარჩეს, დარწმუნებულები ვართ, რომ ჯიმი სწორედ ის მოთამაშეა, რომელიც ჩვენ პროგრესის გზაზე დაგვაყენებს. შეგახსენებთ, რომ 26 წლის მოთამაშეს NFL-ში  23 შეხვედრა აქვს ჩატარებული და აქედან მხოლოდ 7-ჯერ დაიწყო მატჩი სასტარტო შემადგენლობაში.

ცხელი ამბები