რატომ არ გაუშვა NHL-მა ჰოკეისტები ზამთრის ოლიმპიადაზე
Aa
Aa

რატომ არ გაუშვა NHL-მა ჰოკეისტები ზამთრის ოლიმპიადაზე

ზამთრის ოლიმპიადა სტარტს სამხრეთ კორეაში, ქალაქ პიონჩანში აიღებს და 1998 წლის შემდეგ პირველად NHL-მა საკუთარ მოთამაშეებს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის მიღება აუკრძალა.

NHL-ის გადაწყვეტილების მთავარი განმაპირობებელი მიზეზი რაღა თქმა უნდა ფინანსურ საკითხებთანაა დაკავშირებული. ოლიმპიადამდე რამდენიმე თვით ადრე საერთაშორისო ოლიმიურმა კომიტეტმა განაცხადა, რომ იგი აღარ აპირებს  NHL-ის ვარსკლავების დაზღვევის, მოგზაურობის, დაბინავების და სხვა ხარჯების გადახდას.

NHL-ს თავად უნდა მოეგვარებინა ფინანსური საკითხები და პარალელურად სეზონიც უნდა გაეჩერებინა რამდენიმე დღით ჰოკეისტთა არყოფნის გამო, რაზეც ბუნებრივია NHL-ს მესვეურებმა უარი განაცხადეს.

საერთაშორისო ჰოკეის ფედერაციამ მზადყოფნა გამოთქვა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად და 20 მილიონი დოლარიც გამოყო, თუმცა აღნიშნულმა თანხამ  NHL-ის ხელმძღვანელობას გადაწყვეტილება ვერ შეაცვლევინა.

აღსანიშნავია რომ ამერიკასა და კანადაში ჩატარდა გამოკითხვა საჭიროდ მიაჩნდათ თუ არა ნაციონალური ჰოკეის ლიგის მოთამაშეების ოლიმპიადაზე წასვლა, საინტერესოა, რომ  გამოკითხულთა უმრავლესობამ NHL-ის პოზიცია გაიზიარა.

ნაციონალურ ჰოკეის ლიგის მოთამაშეებს შორის უარყოფითი რეაქცია მოჰყვა NHL-ის გადაწყვეტილებას, ალექსი ოვეჩკინმა განაცხადა რომ მიუხედავად აკრძალვისა იგი მაინც აპირებდა ოლიმპიადაზე გამგზავრებას, თუმცა „კაპიტალსთან“ საუბრის შემდეგ რუსმა ვარსკლავმა აზრი შეცვალა. შეგახსნებთ, რომ ჰოკეი ოლიმპიადაზე 10 თებერვალს იაპონია - შვედეთის მატჩით გაიხსნება.

ცხელი ამბები