10 დღე უნდა დაისვენოს | ოდიშარიას მცირე ტრავმა ევროპის ჩემპიონატის წინ
ლატვიური რფს-ის ქართველი შემტევი ლაშა ოდიშარია მცირე ტრავმის გამო 10 დღე დაისვენებს. CrystalSport-ის ცნობით, საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ფეხბურთელს ბარძაყის უკანა კუნთი აწუხებს. სავარაუდოდ, ათ დღეში ტრავმას მოირჩენს, რაც ნიშნავს, რომ ლაშას ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატზე თამაშს საფრთხე არ ემუქრება.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ შეკრებას ავსტრიაში გაივლის. რამაზ სვანაძის გუნდი, 30 მაისიდან, 8 ივნისის ჩათვლით ქალაქ ვენიგცელში მოემზადება. სვანაძის გუნდი ამხანაგურ მატჩს 4 ივნისს რუმინეთთან (U21) გამართავს. ივნისში საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს. ქართველი ფეხბურთელების მეტოქეები პოლონელები (11 ივნისი), ფრანგები (14 ივნისი) და პორტუგალიელები (17 ივნისი) იქნებიან.
რაც შეეხება ლაშა ოდიშარიას, ქართველი ფეხბურთელი კარგ ფორმაშია, ევროპა ლიგაზე შესანიშნავი თამაშის შემდეგ სტაბილურობას ინარჩუნებს და ლატვიის ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა. 2025 წლის ლატვიის ჩემპიონატში 12 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი შეასრულა (5 საგოლე მოქმედება).
ევროპა ლიგის 2024-25 წლების სეზონში ლაშა ოდიშარიასთან ორი ინტერვიუ შემოგთავაზეთ. ასევე, რფს-ის მთავარ მწვრთნელს, ვიქტორ მოროზსა და კლუბის აღმასრულებელ დირექტორს, მარის ვერპაკოვსკისს ვესაუბრეთ. შეგიძლიათ იხილოთ აღნიშნული ინტერვიუები:
რატომ ავიყვანე ფსიქოლოგი? - ინტერვიუ ლაშა ოდიშარიასთან
მატჩის შემდეგ ჰენდერსონი მოვიდა და შემაქო - ოდიშარია აიაქსთან გამარჯვებაზე
თავმდაბალი ბიჭი მოედანზე თავხედი ხდება | უცნობი ამბები ოდიშარიაზე
დარწმუნებული ვარ, ტოპ 5 ლიგაში ითამაშებს | ვერპაკოვსკისი ოდიშარიაზე