1 წამი უსწრაფეს გოლამდე - ერიქსენი "ტოტენჰემის" ფეხბურთელის რეკორდს ხსნიდა...
პრემიერ ლიგის 25-ე ტურის ცენტრალური მატჩი „უემბლიზე“ გაიმართა, სადაც „ტოტენჰემმა“ „მანჩესტერ იუნაიტედს“ 2:0 მოუგო.
შეხვედრაში ანგარიში მე-11 წამზე ანგარიში კრისტიან ერიქსენმა გახსნა, რომელსაც ინგლისის ჩემპიონატის ეგიდით ყველაზე სწრაფი გოლის გატანამდე 1 წამი დააკლდა.
პრემიერ ლიგის ისტორიაში უსწრაფესი გოლის ავტორი ასევე „ტოტნჰემის“ ფეხბურთელი და წლების წინ მისი კაპიტანი ლედლი კინგია. მან 2000 წელს „ბრედფორდის“ კარში გოლი თამაშის დაწყებიდან 10 წამში გაიტანა.